2014 წლის დეკემბრიდან -2015 წლის მაისამდე
შუაფხოს საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა პროექტი „ადამიანები , რომელთაც შეცვალეს მსოფლიო“.
პროექტის მიზანი იყო ცნობილი ადამიანების ცხოვრებისა გაცნობა და მათი ღვაწლის შეფასება. პროექტში ჩართულნი
იყვნენ შუაფხოს სკოლის V- IX
კლასის
მოსწავლეები და ახორციელებდნენ პროგრამა „ასწავლე
საქართველოსთვის“ პედაგოგები.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული
იყო ცნობილი ადამიანების (ისტორიული პირების, მწერლების, სწავლულების და სხვ.) მოღვაწეობის
შესახებ ინფორმაციის მოძიება, PowerPoint-ში პრეზენტაციების
მომზადება, მათი საქმიანობის, მიღწევების , დამსახურებების შეფასება. შეხვედრები გათვალისწინებული
იყო თვეში ერთხელ.
პროექტისათვის ცნობილი ადამიანების
შერჩევა ხდებოდა მოსწავლეებთან კონსულტაციის შემდეგ, ხშირად ამათ თუ იმ საგანთან კავშირიდან
გამომდინარე . შემდეგ განსაზღვრული პერიოდი ეთმობოდა ინფორმაციის
მოძიებას, ინტერნეტსა და ლიტერატურაში არსებული რესურსების გარკვევას. პრეზენტაცისა ერთობლივად ამზადებდნენ მოსწავლეები
და პედაგოგები. პრეზენტაციებთან ერთად მოსწავლეები ნახულობდნენ ფილმებსა და ინტერნეტში
მოძიებულ ვიდეომასალას. ღონისძიების მეორე ეტაპზე
ეწყობოდა დისკუსიები . მოსწავლეები და პედაგოგები მსჯელობდნენ ცნობილი ადამიანების
როლზე, პიროვნულ თვისებებსა და გარემო ფაქტორებზე
, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში დაეხმარათ. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეები ავსებდნენ კითხვარებს.
პროექტს ახორციელებდნენ პედაგოგები:
დავით ჩივაძე, ვალიდა ბაგაური, ირინა კალანდაძე, იზაბელ კუსიანი, ნესტან ხორხომელიძე,
თეა გაბრიაძე. მათ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე მოამზადეს ღონისძიებანი. პრეზენტაციებს ესწრებოდნენ სხვა პედაგოგებიც, აქტიურად
მონაწილეობდნენ დისკუსიებში.
პროექტი გათვლილი იყო მოსწავლეებში
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების, მსჯელობის უნარის განვითარებაზე
პროექტმა მოწონება დაიმსახურა, საინტერესო
იყო როგორც მოსწავლეებისათვის , ისე პედაგოგებისათვის. მომდევნო სასწავლო წელს დაგეგმილია პროექტის გაგრძელება.
Комментариев нет:
Отправить комментарий