პრობლემის განსაზღვრა:
- მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ ინფორმაცია იმ ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელთაც საზოგადოების განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.
- სხვისი მოღვაწეობის მაგალითს პიროვნების განვითარებისთვის ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს , მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ რა გზა გაიარეს ადამიანებმა იმისათვის, რათა ცხოვრებისეული წარმატებისათვის მიეღწიათ.
- ბავშვები ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ , რა თვისებები და უნარები ეხმარებათ ადამიანებს ცხოვრებისეულ წინსვლაში, ყველა მათგანმა არ იცის , რომ ადამიანის შესაძლებლობები ძალიან დიდია და ყველა პიროვნებას შესწევს უნარი საკუთარ თავში იპოვნოს ძალა რაიმე მნიშვნელოვანის მისაღწევად, ამის დასტურად კი წარმატებული ადამიანების მოღვაწეობა გამოდგება.
მიზანი:
სახელგანთქმული
ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის გაცნობა
და შეფასება .
პროექტის მონაწილეები:
პროექტის კოორდინატორი:
დავით ჩივაძე,
მონაწილე პედაგოგები: ვალიდა
ბაგაური, ირინა კალანდაძე, იზაბელ კუსიანი, ნესტან ხორხომელიძე, თიკო გაბრიაძე
მოსწავლეები: V-IX კლასი
პროექტის აქტივობები:
- პროექტის არსის გაცნობა მოსწავლებისა და პედაგოგებისათვის
- მოსწავლეებთან ერთად, ისეთი ადამიანების შერჩევა, რომელთა მოღვაწეობამაც საზოგადოების განვითარებაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, წარსულში თუ ჩვენს თანამედროვე რეალობაში.
- ცნობილი ადამიანები მოღვაწეობის ამსახველი პრეზენტაციების მოზადება, ყოველთვიურად.
ü პრეზენტაცია PowerPoint-ში
ü დისკუსიების მოწყობა ; გამოჩენილი ადამიანების მოღვაწეობის შეფასება.
პროექტის ვადები:
ü 2014 წლის დეკემბერი
- 2015 წლის მაისი; პრეზენტაცია განხორციელდება თვეში ერთხელ
რესურსები:
- ქსელში ჩართული კომპიუტერი
- ინტერნეტი
- პროექტორი
- სამეცნიერო-საცნობარო ლიტერატურა.
- სტიკერები, ფლიპჩარტი ფურცლები
მოსალოდნელი შედეგები:
- მოსწავლეები გაეცნობიან სახელგანთქმული ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, შეაფასებენ მათ როლს საზოგადოების განვითარებაში, ცვლილებებს , რომელიც მათმა მსაქმიანობამ გამოიწვია
- გააანალიზებენ იმ თვისებებს , რომლებიც მათ დაეხმარათ წარმატების მიღწევაში,
- განუვითარდებათ ინფორმაციის მოძიების , პრეზენტაციის უნარ-ჩვევები. მომზადდება პრეზენტაციები PowerPoint-ში.
Комментариев нет:
Отправить комментарий